ნაციონალური მოძრაობის რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
როგორც კირკიტაძემ TV4-ს განუცხადა სამართალდამცველები მისთვის მოულოდნელად გამოჩნდნენ თუმცა სახლში არავის შეშვებას არ აპირებს.
,,მეზობელმა დამირეკა პოლიციიაა შენთანო, კარების გაღებას და შემოშვებას არ ვაპირებ, ახლა ვიცვამ და მე თვითონ გადავალ პოლიციაში, რა საქმესთან დაკავშირებით იყვნენ ჩემს კარებთან მობილიზებულები სიმართლე გითხრათ არ ვიცი” – განუცხადა TV4- ს დავით კირკიტაძემ.

პრესსამსახურში ინფორმაციით, მათთვის უცნობია თუ რას უკავშირდება კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველების მობილიზება, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს გუშინდელ აქციასთან იყოს კავშირში.