„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ნიკა რურუა გარდაიცვალა.

ნიკა რურუა გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს.

ნიკა რურუა 50 წლის იყო. ის პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი და კულტურის მინისტრი იყო.

გარდაცვალების სავარაუდო ფაქტად გულის შეტევა სახელდება.