ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე დააკავეს

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე დააკავეს.

დავით კირკიტაძე დაკავებისას ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდა. ისინი გადაადგილდებოდნენ ავტომობილით, როცა ეჭვი გაუჩნდათ, რომ მათ ფარულად უთვალთვალებდნენ.

ნიკა მელიამ ფეისბუკზე პირდაპირი ეთერი ჩართო და ავტომობილთან მივიდა, რომელშიც აღოჩნდა, რომ პოლიციელები ისხდნენ. მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაიძაბა, დავით კირკიტაძე დააკავეს.

კირკიტაძის დაკავება, კახეთის გუშინდელ ინციდენტს უკავშირდება. მის სახლთან პოლიცია დილითაც იმყოფებოდა, თუმცა სამართალდამცველებმა ტერიტორია დატოვეს და გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დღის მეორე ნახევარში დააკავეს.

ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.