რა ღონისძიებებია დაგეგმილი ახალი წლის დღეებში ბოლნისში

ახალი წლისთვის  ემზადებიან ბოლნისშიც, უკვე ცნობილია იმ საახალწლო ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
ბოლნისში კულტურის სახლში 25 დეკემბერს თოჯინების თეატრი პატარებისთვის  სპექტაკლს „მაშა და დათვი თოჯინებიდან რეალურ სამყაროში“ წარმოადგენს. 27 დეკემბერს კი საესტრადო ანსამბლი „იმედი“ მაყურებელს საახალწლო ზღაპარს  შესთავაზებს. საახალწლო ღონისძიებების კულმინაცია 28 დეკემბერს არის დაგეგმილი. ღია ცის ქვეშ , სცენაზე ბოლნისელების საახალწლო განწყობაზე  ჯგუფი „ფრანი” და დიჯეი „SAT“–ი  იზრუნებენ. 

საახალწლო ღონისძიებებს კი ტრადიციულად ფოიერვერკი დაასრულებს. 

მთავარი კონცერტი ბოლნისის მერიის  წინ  გაიმართება.