რუსთავის საბავშვო ბაღებში ახალი საყოფაცხოვრებო ინვენტარი შეიძინეს

რუსთავის საბავშვო ბაღებში 2018–2019 სასწავლო–სააღმზრდელო წლისთვის ახალი ჭურჭელი და საყოფაცხოვრებო ინვენტარი შეიძინეს. რუსთავის ბაგა–ბაღების გაერთიანებამ ყველა ფილიალში როგორც სასადილო ასევე შიდა სამზარეულოსთვის განკუთვნილი ჭურჭელი შეიძინა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 ათასი ლარი დაიხარჯა.ბაღები ბიოლოგიურად უსაფრთხო ქვაბებით , ტაფებით ჩაიდნებითა და საყოფაცხოვრებო ინვენტარით მომარაგდა. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, ბაღებში ინვენტარის შეტანა ფილიალების საჭიროებების გათვალისწინებით მოხდა.