ქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო.
ამ დროისთვის საახალწლო განათებების მონტაჟი კოსტავას გამზირზე მიმდინარეობს. სამუშაოებს “რუსთავსერვისცენტრი” ანხორციელებს.
როგორც “რუსთავსერვისცენტრში” ტვ4 -ს განუცხადეს, საახალწლო განათებების დამონტაჟება ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოხდება. კერძოდ განათებების მონტაჟი იგეგმება ქალაქის შემოსასვლელიდან იუსტიციის სახლამდე, შარტავასა და მეგობრობის გამზირებზე. გონაშვილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიასა და თეთრ და ცენტრალურ ხიდებზე. განათებები დამონტაჟდება ლეონიძის სკვერშიც, სადაც საახალწლო სოფელი მოეწყობა. განათდება ასევე მერიის მიმდებარე ცენტრალური მოედანი.
ჯამში საახალწლო განათებები მერიას დაახლოებით 120 000 ლარი დაუჯდება.