საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს წლის ბოლო სხდომა გაიმართა.

სხდომას, რომელსაც ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი უძღვებოდა, საბჭოს სხვა წევრები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2018 წელს დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებების მიმდინარეობა განიხილეს.ქვემო ქართლში რეგიონალური განვითარების ფონდიდან  60% ათვისება მოხდა  , საკასო შესრულებით მუნიციპალიტეტებში პირველ ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტი იმყოფება  , ბოლნისმა მიმდინარე წელს 97 % შესრულება შეძლო . შეხვედრაზე, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის ცვლილებაზე ისაუბრეს.