2018-2021 წლებში მეტროპოლიტენს 12 ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შემადგენლობა შეემატება. ასევე საუბარია თბილისი რუსთავის მეტროსადგურით დაკაშირებაზე. ამის შესახებ კახა კალაძემ მისი საქმიანობის ერთი წლის მუშაობის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა.
“2018-2021 წლებში მეტროპოლიტენს ჯამში დაემატება 12 ახალი , თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შემადგენლობა.ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ვისაუბრეთ მეტროს განვითარებაზე, ახალი პროექტის განხორციელებაზე.
მე ბატონ პრემიერთან ერთად ამასთან დაკავშირებით გავაკეთე პრეზენტაცია და მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, იმ თვალსაზრისით, რომ სამგორიდან ლილოს მიმართულებით გვექნება ახალი მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელების შესაძლებლობა და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით და თანადგომით მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერს, იმიტომ რომ ასეთი პროექტები დედაქალაქისთვის, დედაქალაქის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ამ პროექტის ფარგლებში 7 ახალი მეტროსადგური დაემატება, სამგორიდან ლილოს მიმართულებით და სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით.
ეს არის პირველი ეტაპი, 2019 წელს ჩვენ უკვე გვექნება სრული პროექტი და დავიწყებთ მის განხორციელებას.
მეორე ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება ეს არის თბილისის დაკავშირება რუსთავთან. ამ მიმართულებით პირველი რაც გასაკეთებელია. ეს არის ტექნიკური ეკონომიკური კვლევის ჩატარება რამდენად სწორი იქნება ამ პროექტის განხორციელება. როდესაც გვქნება სრული მონაცემები შემდეგ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას მის განხორციელებაზე.
სწრაფი და იაფი ტრანსპორტის განვითარებით 260 000 ადამიანს გაუჩნდება წვდომა ახალ მარშრუტებზე.”- განაცხადა კახა კალაძემ.