ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეულში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე. შემთხვევის შედეგად დაზიანებულია სამი ავტომობილი.როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შეჯახება ძლიერი იყო. არსებული ინფორმაციით დაშავდა სამი ადამიანი,რომლებიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.