ავტოსაგზაო შემთხვევა წითელი ხიდის დამაკავშირებელ გზაზე (+ფოტო)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წითელი ხიდის დამაკავშირებელ გზაზე.

სუზუკის მარკის ავტომობილი მოსახვევში დაეჯახა ბოძს. რის შედეგადაც დაშავდა ორი ადამიანი.
მათ სხეულის მცირდედაზიანებები აღენიშნებათ.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ეკიპაჟმა ერთ-ერთი დაშავებული კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.

მძღოლის განცხადებით მას მოსახვევში მანქანა მოუცურდა და საჭე ვერ დაიმორჩილა.