აზერბაიჯანის ექსპრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. რუსთავში, ჰეიდარ ალიევის ძეგლი ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ადგილობრივი მთავრობის წევრებმა და აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს პოლიტიკური მოღვაწის ხსოვნას. ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მართავდა.
ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის თქმით, ალიევმა დიდი როლი ითამაშა ქართულ–აზერბაიჯანული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ–ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაში.
ჰეიდარ ალიევი 2003 წელს გარდაიცვალა.