„არა ბულინგს“  კამპანიის ფარგლებში შეხვედრა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ჩატარდა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით  „არა ბულინგს“  კამპანიის ფარგლებში შეხვედრა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ჩატარდა.

ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებს პროკურატურის წარმომადგენლებმა ბულინგის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და განუმარტეს თუ რაში და როგორ შეიძლება იყოს გამოხატული ბულინგი და რა პრევენციული ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ამ მიმართულებით.

.„არა ბულინგს“ კამპანია ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება  და მისი მიზანი არასრულწლოვნებში ბულინგის და ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და პრევენციაა. კამპანია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით მიმდინარეობს.