ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა ქინძმარაულის ქუჩაზე.
აღნიშნულ ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.