ახალი წლის ღამეს თოვაა მოსალოდნელი

ახალი წლის ღამეს თოვა და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსები ვარაუდით, თბილისში თოვა დაახლოებით, ღამის 00:00 საათიდან დაიწყება.

სინოპტიკოსები თოვას ელიან აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონშიც.

„დასავლეთის მთაში და მაღალ მთაში იქნება თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც ასევე იქნება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. თბილისში, ღამის საათებში, ახალი წლის ღამეს, შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე თოვლი,“ – განაცხადა დავით ლოლაძე.