თუ ახალი წლის ღამეს გართობას და თან გათენებასაც გეგმვთ, მაშინ არჩევანი აუცილებლად „რეკრეაციაზე“ უნდა გააკეთოთ.
ბარი, ალტერნატიული მუსიკა, ენერგიული გართობა და რა თქმა უნდა საახალწლო განწყობა –„რეკრეაციაში“ ახალი წლის ღამე პირველ საათზე დაიწყება და გვიანობამდე გაგრძელდება. თუმცა სტუმრებს ადგილზე მისვლა 11:00 საათიდან შეეძლებათ.
იმისთვის, რომ 2019 წელი ყველაზე ენერგიული და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაიწყოთ და თქვენ მეხსიერებას ეს დღე ძალიან დიდხანს შემორჩეს ამაზე თაკო ბიბილაშვილი და ბენდი „ნიუტონი“ იზრუნებენ. ხარისხიანი მუსიკის შემქმნელები, რომლებსაც მუსიკის მოყვარულებში წარდგენა არ სჭირდებათ საახალწლო განწყობის მთავარი გარანტი იქნებიან.
„რეკრეაციაში„ ახალი წლის ყველაზე ხმაურიან ღამეს დიჯეი გააგრძელებს.
ახალი წლის ღამე არც სიურპრიზების და ფოიერვერკის გარეშე ჩაივლის. ყველაზე ახალგაზრდული და ენერგიული ახალი წელი „რეკრეაციაში“ 60 ლარი დაგიჯდებათ. ღირებულება მენიუს და სასმელს ითვალისწინებს.
ადგილების დასაჯავშნად მიმართეთ „რეკრეაციას“, ან დარეკეთ 596 88 66 88
ადგილები შეზღუდულია!









