ბაიკერთა კლუბის წევრებმა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს(+ფოტო)

რუსთავის ბაიკერთა კლუბის წევრებმა საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ბავშთა სახლ “კარიტასის ” აღსაზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, წინა საახალწლოდ საქველმოქმედო აქცია ბათუმში ,თბილისსა და რუსთავში პარალელურად მიმდინარეობს. რუსთავის ბაიკერთა კლუბი საქველმოქმედო აქციებს ქალაქში პერმანენტულად ატარებს და მსგავსი ტიპის აქციებს მომავალშიც აანონსებენ.