გავრცელებული ინფორმაციით ასე გამოიყურება თელავში, “ბატონის სასახლე” საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ.
თუმცა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ ინფორმაციას ასე გამოეხმაურა თელავის ისტორიული მუზეუმი.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები,სადაც ჩანდა თელავის ისტორიულ მუზეუმში ,სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილი მასალის ნარჩენები.იმ მომენტისათვის ,ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ტრიბუნების დემონტაჟის პროცესი და ბუნებრივია ეს იყო ხელის შემშლელი პირობა ეზოს დასუფთავებისათვის. ინაუგურაციის დასრულების შემდეგ,რამდენიმე დღეში თელავის ისტორიული მუზეუმის ტერიტორია,თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ დასუფთავდა. ამჟამად, მუზეუმის ტერიტორია ასე გამოიყურება.- წერს თელავის ისტორიული მუზეუმის დირექცია და შემდეგ ფოტოებს აქვეყნებს