ბოლნისის გერმანულ უბანში მდებარე სკოლას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

ბოლნისის გერმანულ უბანში მდებარე ყოფილი სომხური სკოლის შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და ქართულ გერმანული კულტურული ცენტრის ფუნქციით დაიტვირთება.

შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, რესტავრაცია 2019 წლის გაზაფხულზე ჩაუტარდება. შენობის სახურავის, საძირკვლის გამაგრებისა და კედლების შელესვის სამუშაოებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო დააფინანსებს. შენობის შიდა სარეკონსტრუქციო და ეზოს მოსაპირკეთებელ სამუშაობის თანხებს კი ბოლნისის მუნიციპალიტეტი გამოყოფს. – აღნიშნული საკითხის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის , გერმანიის საელჩოს, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირსა და სათემო განვითარების ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა პროექტის დეტალებზე ისაუბრეს. ცენტრის ზუსტი კონცეფცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.