ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომავალი წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცდა. 2019 წელს მიმდინარესგან განსხვავებით მუნიციპალიტეტი 4 მილიონი ლარით გაზრდილი ხაზინით იწყებს. პრიორიტეტები წელსაც უცვლელია. ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულებები და განათლება. ცნობილი ხდება, რომ მომავალ წელს სოციალურ ბიუჯეტი იზრდება და პარალელურად არსებულ პროგრამებს სამი ახალი მიმართულება ემატება. ინფრასტრუქტურის კუთხით კი კვლავ პრიორიტეტად რჩება საგზაო ინფრასტრუქტურა და წყლის სისტემები.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი მომავალ წელს მუშაობას 22 მილიონი ლარით იწყებს. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 4 მილიონი ლარით არის გაზრდილი. საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ 2018 წელს ბოლნისის საწყისი ბიუჯეტი 18 მილიონ ლარს შეადგენდა. წელს მთავარ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურის მშენებლობა,სოციალური პროგრამების დაფინანსება და საგანმანათლებლო პროგრამები რჩება. ოთარ ხუტიაშვილის თქმით, იანვარში ბოლნისის ხაზინა დაზუსტდება და რეგიონული განვითარების ფონდიდან და სოფლის პროგრამებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერების შედეგად მოცემული ციფრი გაიზრდება.
ინფრასტრუქტურის ნაწილში მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით 10 მილიონ ლარზე მეტი იქნება მიმართული. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით, გარდა ამისა ამ რიცხვს წლევანდელი ბიუჯეტიდან გარდამავალი ნაშთი სამი მილიონი ლარი დაემატება. მომავალ წელს სოფლებში არსებულ გზებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობები გაგრძელდება. დაგეგმილია სასმელი წყლის სისტემებისა და ჭაბურღილებისა მოწყობაც. იგეგმება სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაც. ერთ ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ბაღების რეაბილიტაცია და მშენებლობაც.
მომავალ წელს ცვლილებებია სოციალურ ბიუჯეტში. ფინანსური დოკუმენტის მიხედვით სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე 2019 წელს სამი მილიონ 530 ათასი ლარი დაიხარჯება. 42 ათასი ლარით გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთ დახმარების პროგრამა, არსებულ პროგრამებს დაემატება სოციალურად დაუცველი მოსახლეობსთვის საშეშე მერქნით ერთჯერადი მატერიალური უზრუნველყოფის პროგრამა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან საგანგებო ან გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დაფინანსებაზე 300 ათასი ლარი არის მიმართული. სარეზერვო ფონს მუნიციპალიტეტის მერი აქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და საბიუჯეტო კოდექსის დადგენილი წესის მიხედვით განკარგავს და თანხების გამოყოფა მერის ბრძანების საფუძველზე გამოიყოფა.