ბოლნისის „სიონი“ ეროვნულ ლიგაში თამაშს გააგრძელებს , პლეი აუტის განმეორებითი შეხვედრა “სიონმა” „გაგრას „ წინააღმდეგ გამართა და მშრალი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით „სიონმა“ მომავალ წელს ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა . აღსანიშნავია , რომ გუნდი საკუთარ სტადიონზე დაბრუნდა და გადამწყვეტი მატჩი ბოლნისის განახლებულ სტადიონზე ჩაატარა .
დღევანდელ თამაშში, ბოლნისის „სიონი“ პირველივე ტაიმზე დაწინაურდა და ანგარიში 28-ე წუთზე ვილი იასინმა თავურით დარტყმით გახსნა , მეორე ტაიმში 51-ე წუთზე მოწინააღმდეგე გუნდს გოლი ლევან ხმალაძემ გაუტანა , შეხვედრის დასასრულს 73-ე წუთზე დავით კირკიტაძემ კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო და საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა .
საფეხბურთო კლუბისთვის გადამწყვეტ მატჩს ბოლნისელებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფების წარმომადგენლებიც გულშემატკივრობდნენ.
გუნდი უმაღლესი ლიგის ცხრილში 31 ქულით მერვე ადგილს იკავებს