ბოლნისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
კერძოდ სოფელ ძველ ქვეშში შიდა საავტომობილო გზის ბეტონირება მიმდინარეობს.

წლის ბოლომდე ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდება. 18 სმ სისქის ბეტონის გზა 1125 გრძივ მეტრზე დაიგება.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი ერთო ღირებულებით 550 000 ლარია.

ასევე, პროექტის ფარგლებში მოეწყობა გვერდულები და სანიაღვრეები.