ბოლნისში იუსტიციის სახლი აშენდება. იუსტიციის სახლი ბოლნისში, წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი ე.წ ,,ორბის” შენობის ადგილზე განთავსდება. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია შენობის დემონტაჟს ახორციელებს, სადაც ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იუსტიციის სახლის შენობა აშენდება.