Fireworks of different colors over a night sky - Extra large size
გარდაბნის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება 28 დეკემბერს გაიმართება.
კონცერტი მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ჩატარდება და მასში ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. წარმოდგენილი იქნება, როგორც ქორეოგრაფიული ასევე ვოკალური ნომრები. 31 დეკემბერს კი გარდაბნის მერია მოსახლეობას ახალ წელს ფოიერვერკით მიულოცავს. ქალაქი საახალწლოდ უკვე განათდა. წელს მუნიციპალიტეტმა ახალი საახალწლო განათებები შეიძინა,რომელზეც დაახლოებით 4 ათასი ლარი დაიხარჯა. განათებები და ილუმინაციები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე დამონტაჟდა.