გარდაბნის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას მხარი დაუჭირა.

დოკუმენტი დეპუტატების ხმათა უმრავლესობით, მათ შორის ოპოზიციონერი წევრების მხარდაჭერით იქნა მიღებული. 2019 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 27 მილიონ 135 ათასი ლარით განისაზღვრა. მთავარ პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურა და სოციალური მიმართულება. როგორც ცნობილი ხდება, მომავალ წელს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 11 მილიონი ლარი იქნება მიმართული. იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყლის სისტემების მოწყობა. აშენდება ახალი ბაღებიც, რომელზეც 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებისთვის კი 2 მილიონი ლარი არის განსაზღვრული. მუნიციპალიტეტის ხაზინა 2018 წელთან შედარებით მცირედით , მაგრამ მაინც გაზრდილია. სხვაობა 400 ათას ლარს შეადგენს. მომავალი წლის ბიუჯეტის ჯამური თანხა სავარაუდოდ იანვარში შეიცვლება,  ფინანსური დოკუმენტი სახელმწიფო ტრანსფერების ხარჯზე დაზუსტდება.