რუსთავის საკრებულო დღეს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა.კამპანიის ფარგლებში რუსთავში რამდენიმე ღონისძიება უკვე ჩატარდა.
კამპანია ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისადმი ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებას, სამართლებრივი ნორმებისა და მსხვერპლ, ძალადობა გამოცდილი პირებისთვის არსებული სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად. კამპანიის ფარგლებში აქტივობები რუსთავშიც იგეგმება.
კამპანია 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.









