გიორგი ბეგაძის ინიციატივით რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო მონიშვნები მოეწყო

რუსთავის მაჟორიტარი-დეპუტატის, გიორგი ბეგაძის ინიციატივით , მეგობრობის გამზირზე,კერძოდ  რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო  მონიშვნები მოეწყო.

მაჟორიტარის თქმით, საგზაო მონიშვნებთან და რუსთაველის ძეგლის მოედნის რეაბილიტაციასთან   დაკავშირებით მუნიციპალიტეტს რამდენიმე დღის წინ მიმართა. მაჟორიტარის ინიციატივა,  მეგობრობის გამზირზე საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.მისივე თქმით, კონკრეტულ ლოკაციაზე საგზაო მოძრაობა სახიფათო იყო და ხშირ შემთხვევაში უბედური შემთხვევებით სრულდებოდა. გიორგი ბეგაძე ფიქრობს, რომ  საგზაო მონიშნები  პრობლემის პრევენციას გარკვეულწილად მოახდენს.