დავით კირკიტაძე პოლიციაში მისვლას აღარ აპირებს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე, რომლის სახლთანაც დღეს დილით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, საგამოძიებო უწყებაში მისვლას აღარ აპირებს.

დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თუკი მისი დაკითხვა უნდათ, სასამართლოში დაკითხონ.

“კრიმინალი გახარიას დღის წესრიგის დაცვას და მისი ნება-სურვილით აქეთ-იქით სიარულს არ ვაპირებ. თუ ჩემი დაკითხვის სურვილი აქვთ, სასამართლოში მივცემ ჩვენებას”, – განაცხადა კირკიტაძემ.

კირკიტაძის თქმით, დღე მასთან მისულ პოლიციას სახლის კარი არ გაუღო, რადგან საგამოძიებო უწყებაში მისვლას თავად აპირებს.

„ჩემს სახლთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. აბრახუნებდნენ კარებზე. მას შემდეგ, რაც დავურეკე ჩემს მეგობრებსა და ჟურნალისტებს, მათ დატოვეს სადარბაზო და შორი-ახლოს იმყოფებიან. ახლა მე თვითონ ვემზადები და ვაპირებ, რომ გადავიდე პოლიციაში“, – აღნიშნა სააგენტოსთვის რამდენიმე საათის წინ გაკეთებულ კომენტარში კირკიტაძემ.