დემნა გვასალია ახალი კოლექციის ჩვენებას მავთულხლართების ფოტოთი აანონსებს

VETEMENTS-მა ახალი კოლექციის ჩვენება მავთულხლართების ფოტოთი დააანონსა.

ნახეთ VETEMENTS-ის 2019 წლის გაზაფხული-ხაფხულის კოლექცია IGTV-ზე – წერია ბრენდის ინსტაგრამზე.

ტანსაცმლის ბრენდი აფხაზეთიდან დევნილმა დემნა გვასალიამ ძმასთან, გურამთან ერთად შექმნა. ოკუპაციის და 1990-იანი წლების საქართველოს თემატიკას დემნა გვასალია თავის კოლექციებში ხშირად იყენებს.