საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ქრისტიანული სწავლების თანახმად, წმინდა მოციქულს უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ის პირველი დაემოწმა უფალს და ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა.
ამ დღესთან დაკავშირებით ქვეყნის და მათ შორის რუსთავის ტაძრებში სადღესასწაულო წირვა ლოცვა ჩატარდა. რუსთავის ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანებ ლიტურგია სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
ანდრია პირველწოდებული საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს, რადგან მოციქული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი და გამავრცელებელია. დღესვე საქართველოში ვახტანგ გორგასალის ხსენების დღე აღინიშნება.