დღეს პატრიარქის აღსაყდრებიდან 41 წელი შესრულდა.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ამ დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია სრულდება.
წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს.
პატრიარქის ინტრონიზაციასთან დაკავშირებით ტაძარში სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების ბერ-მონაზონი და მრევლი იმყოფება. სვეტიცხოველში მსახურებაზე საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს ელოდებიან.
მსახურების ბოლოს პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს და დღესასწაულს მიულოცავს.
უწმინდესის აღსაყდრება 1977 წლის 25 დეკემბერს მოხდა. ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მღვდელმთავრის სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებას აღნიშნავს.