“თავისუფლება დავით კირკიტაძეს” ამ სახელწოდებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ და რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავით კირკიტაძის დაკავებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები დავით კირკიტაძის დაკავებას მის პოლიტიკურ აქტივობებს უკავშირებენ. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები კამპანია “თავისუფლება დავით კირკიტაძის”ფარგლებში საპროტესტო აქციებს მომავალშიც აანონსებენ.