თელავში ოპოზიციის აქციას გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერები ქვემო ქართლიდანაც შეუერთდნენ. თელავისკენ რუსთავის, თერიწყაროს, წალკის და სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ოპოზიციის მხარდამჭერები მიემართებიან.
ოპოზიციის აქცია 14:00 საათზე, თელავში, ერეკლე მეორის ძეგლთან ჩატარდება.
როგორც ცნობილია, 15:00 საათზე, თელავში, ბატონის სასახლის ტერიტორიაზე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ფიცს დადებს.








