ილია მეორე მეხანძრე-მაშველებს დალოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს მეხანძრე-მაშველებს დალოცავს.

მეხანძრე-მაშველების დალოცვა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ მოხდება.

როგორც საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში აცხადებენ, სამების საპატრიარქო ტაძარში დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 700 მეხანძრე-მაშველი იქნება.

„​აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მეხანძრე-მაშველებს წმინდა გიორგის ლეგიონის წოდება მიანიჭა“, – აცხადებენ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში