ირაკლი ტაბაღუა აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ოფიცერს შეხვდა(+ფოტო)

რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა ამერიკის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის, თავდაცვის დარგში თანამშრომლობის სამსახურის, ორმხრივი ურთიერთობების სფეროში ოფიცერს – მაიორ კვენტინ დოლსა და საქართველოში ამერიკის საელჩოს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის კოორდინატორს, დავით სანიშვილს შეხვდა.

შეხვედრას, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა კომისიების თავმჯდომარეები – გრიგოლ ვეფხვაძე და დავით იშხნელი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე რუსთავის მერიის სოციალურ პროგრამებზე, სამიზნე ჯგუფებსა და ქალაქში საქველმოქმედო ინფასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

მხარეებმა სოციალური მიმართულებით კონკრეტული პროექტების განხორციელების გეგმები, კერძოდ კი, რუსთავში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის საკითხი განიხილეს.

ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში, ამერიკული მხარის დაფინანსებით, საქართველოში ხორციელდება სხვადასხვა პროექტი, რომელიც ძირითადად, – სკოლების, ბაღების შენობებების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, უსახლკარო პირთა თავშესაფარების აღჭურვას, ასევე, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს მოიცავს.