“კიდევ სცადე”-სტუდენტის პასუხი ლექტორს, რომელიც “შპარგალკას” ეძებდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ლექტორი თემო შენგელაია სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას წერს, რომელიც თავად გადახდა თავს.

“ჩემმა სტუდენტებმა იციან, რომ გადაწერის ამბავს ძალიან მკაცრად ვაკონტროლებ, ვამოწმებ ყველაფერს, მათ შორის თუ ეჭვი მაქვს ჯიბეებსა და საფულეებსაც კი.

ჩამოვიარე “რეიდზე”,
ერთ-ერთი სტუდენტის ქუდის ნაკეციდან ვხედავ ფურცლის პატარა ნაწილი მოჩანს,
მეთქი ეგააა და
გამოვიჭირე,
ამოვიღე ფურცელი
ვხსნი და აწერია
Try Again (კიდევ სცადე)” – წერს შენგელაია.