კომპანია ინტერტრანსის განცხადება:
კომპანია ინტერტრანსი გაცნობებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, რუსთავი- თბილისის ხაზებზე დასაქმებული მიკროავტობუსების მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. რუსთავის მუციციპალიტეტი მძღოლების მიერ მგზავრობის ტარიფის შესაძლო მატების შესახებ საქმის კურსში იყო.
კომპანია ინტერტრანსი ასევე ინფორმირებული იყო მძღოლების გადაწყვეტილების შესახებ მგზავრობის საფასურის სავარაუდო გაზრდასთან დაკავშირებით.
სატრანსპორტო საქმიანობაში კონკურენციის გაზრდის, საწვავზე ფასის ცვლილების, ეროვნული ვალუტის კურსის დევალვაციის, სათადარიგო ნაწილებსა და საპოხ მასალებზე ფასების მატების გამო მძღოლებმა კომპანიისგან სატარიფო პოლიტიკის გადახედვა მოითხოვეს. კომპანიამ განხილვის შემდეგ მძღოლების მოთხოვნის შესახებ რუსთავის თვითმმართველობას დაახლოებით ორი თვის წინ წერილობით აცნობა და მგზავრობის ფასის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის მიერ მომზადებული დასკვნაც წარუდგინა, სადაც განმარტებულია, რომ არსებული ტარიფი არ ფარავს სატრანსპორტო საშუალების ხარჯების და მძღოლის სარგებელის საფასურს.
ინტერტრანსის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კანონი ამ შემთხვევაში არც მძღოლებს დაურღვევია.