ჩინეთის ქალაქ ლუნიანში მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და ფეხით მოსიარულეები გაიტანა – სააგენტო “სინხუა” ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევის შედეგად მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაიჭრა.
ბოროტმოქმედი დანით იყო შეიარაღებული. ჩინური Global Times-ის ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია. “ტვიტერში” შემთხვევის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა.