მამუკა ჩიქოვანი თანაპარტიელის დაკავებას სოც ქსელში ეხმაურება

მამუკა ჩიქოვანი თანაპარტიელი დავით კირკიტაძის დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“სხვა არაფერი ქვია ამას თუ არა რეჟიმის დამყარების მცდელობა ! პოლიტიკოსს როცა იჭერ უკვე დიქტატურაზე გაქვს პრეტენზია ! არ აკეთებ რეაგირებას გაყალბების თვალნათელ ფაქტებზე , სადაც ცალსახად იდენტიფიცირებული არიან დამნაშავეები , უზღუდავ ადამიანებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას , გადაადგილების , შეკრების. ცემ ან აცემინებ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს შენს მიერ შექმნილ ზონდერ ჯგუფების გამოყენებით, ასევე პოლიციელის ხელით ( კადრებში კარგად სჩანს ვინ ვის ურტყავს) , ამ ყველაფერს ერთი პასუხი შეიძლება ჰქონდეს ! ექნება კიდევაც ! ყველას ვერ დაიჭერთ !” – წერს ჩიქოვანი.