მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დათო გუსეინოვი აბზოვის მეგობარი ავრცელებს.

დაახლოებით 7 თვის განმავლობაში თემურ აბაზოვი პატიმრობაში იმყოფებოდა.

როგორც ტვ4-ს რუსთვის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.

მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმე თემურ აბაზოვის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო ხოლო ამავე საქმეზე, ა. ალახვერდიევის, ა.სულეიმანოვის და ე. გულიევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1.1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით .