რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ წარმოების შეზღუდვა დაიწყო და 400 ადამიანი ქარხნიდან იძულებით შვებულებაში გაუშვა. მეტალურგიული ქარხანაში ერთი ფოლადსადნობი ღუმელის კომპლექსის დაკონსერვება მიმდინარეობს და ღუმელი 36 საათში მთლიანად გაჩერდეება. საწარმოში ამბობენ, რომ ქარხანა პროდუქციის რეალიზებას ვეღარ ახერხებს და საწყობები გადავსებულია.
რუსთავის ერთ ერთი მსხვილი საწარმოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზეც იმსჯელეს. სხდომის ჩანიშვნის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მედიაში ქარხნის დახურვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. საწარმოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის დაგეგმვაში აქტიურად იყო ჩართულ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბეგაძე.









