დღეს 4:00საათზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა.
სხდომაზე მეტალურგიული ქარხნის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იმსჯელებენ. კომიტეტის სხდომას სავარაუდოდ ქარხნის ხელმძღვანელობაც დაესწრება. სხდომის ჩანიშვნის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული რაც მეტალურგიაში წარმოების გაჩერებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გავრცელდა. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ბეგაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე მას კონსულტაციები ჰქონდა ქარხნის მენეჯმენტთან და საქმის კურსში ჩააყენა კომიტეტის თავმჯდომარე და დღეს 4:00 საათზე სხდომა ჩაინიშნა.
“ვმუშაობთ ამ მიმართულებით, დემპინგის თემა არის აქტუალური. გუშინ მივიღეთ ინფორმაცია რომ მეტალურგიულ ქარხანაში მძიმე მდგომარეობაა შექმნილი. დღეს ჩავნიშნეთ კომიტეტის სხდომა, კონკრეტულად ამ საკითხს ეხება სხდომა გუშინაც გვქონდა კონსულტაციები მეტალურგიის ხელმძღვანელობასთან შევიკრიბებით და განვიხილავთ რა რეალობის წინაშე ვდგავართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოება, გარდა ამისა იქ დასაქმებულია უამრავი ადამიანი ამიტომ ეს საკითხი პირველი საკითხია ჩემთვის დღის წესრიგში.მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ რომ ეს საკითხი იქნას გადაწყვეტილი.”- გიორგი ბეგაძე