მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ ფილიალი დააყაჩაღეს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ ფილიალს დააყაჩაღეს, შემთხვევა ზუგდიდიში მოხდა.

„გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადეს შსს-ში.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოდან“ თანხის წაღება შეძლო, თუმცა წაღებული თანხის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.