მის სამყარო 2018 – ფილიპინელი ლამაზმანი გახდა.
მის სამყარო 2018 – 24 წლის კატრიონა გრეი გახდა, რომელიც ფილიპინების წარმომადგენელია, ის არასამთავრობო ორგანიზაციაში მოხალისედ მუშაობს.
სილამაზის კონკურსი ტაილანდის დედაქალაქში ჩატარდა.
მეორე ადგილზე ვენესუელის წარმომადგენელი გავიდა. სამეულში ასევე მოხდა სამხრეთ აფრიკელი კონკურსანტიც.
წლევანდელ კონკურსში პირველად მონაწილეობდა ტრანსგენდერი კონკურსანტი ესპანეთიდან, თუმცა ის ოცეულში ვერ მოხვდა.
მის სამყარო 2018-ზე საქართველო ლარა იანმა წარადგინა.