„მის საქართველო 2018“ 25 წლის ნინი გოგიჩაიშვილი გახდა, ხოლო „ვიცე მის საქართველო 2018“ კი – 24 წლის თაკო ადამია.
„მის საქართველო“-ს სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრი“ 2003 წლიდან ატარებს. წელს ის მეთექვსმეტედ გაიმართა.
ქვეყნის ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულის მოსაპოვებლად 20 ლამაზმანი უწევდა ერთმანეთს კონკურენციას. მათი ასაკი 17-დან 25 წლამდეა.