კომპანია რუსთავის წყალმა ქალაქ რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის 450 მ სიგრძის მონაკვეთი სრულად განახლდა. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა. აღნიშნული პროექტის შედეგად წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება ჭყონდიდელის დასახლების და მარჯვენა სანაპიროს მიკრორაიონების მოსახლეობას. პროექტში კომპანიამ 120 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.ახალ ქსელზე გადაერთების დროს მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს 22:00 საათიდან 8 დეკემბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:ჭყონდიდელის დასახლებას, მშვიდობის, სანაპიროს და ალუბლების ქუჩებს.მე-11 – მე-12 და მე-16 – 21-ე მიკრორაიონებს.