პატრიარქმა სასულიერო პირები დააჯილდოვა.
სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ოთხი სასულიერო პირი ილია მეორემ დააჯილდოვა.
გელათის სასულიერო აკადემიისა და სასულიერო სემინარიის რექტორი, დეკანოზი ირაკლი ახალაძე მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა;
დეკანოზი გაბრიელ ლომაძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
მღვდელი ირაკლი წულაძე აყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
იღუმენია სარა დათებაშვილი დაჯილდოვდა მეორე ჯვრის ტარების უფლებით.