საზოგადოებრივი პროკურატურის მიერ ინიცირებულ პროექტს რუსთავის რაიონული პროკურატურა შეუერთდა.
რუსთავის ჩვიდმეტი საჯარო სკოლის ბავშვებისგან დაკომპლექტებული ჯგუფების მიერ მომზადებული ვიდეორგოლების „არა ბულინგს“ პრეზენტაცია რუსთავის მუნიციპალური თეატრის შენობაში გაიმართა.კომპეტენტურმა ჟიურიმ ბულინგის შესახებ ვიდეორგოლების კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინა,რომლებსაც შესაბამისი სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. მთავარ პროკურატურაში გამართულ ფინალურ კონკურსში მონაწილეობას პირველ ადგილზე გასული,მეოცე საჯარო სკოლა მიიღებს, მეორე ადგილი რუსთავის მეთვრამეტე საჯარო სკოლამ დაიკავა, რაც შეეხება მესამე ადგილს -მესამე ადგილის მფლობელები მესამე და მეორე საჯარო სკოლები გახდნენ. აღსანიშნავია,რომ გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით, გამარჯვებული ვიდეორგოლის ავტორი რუსთავის 28- ე საჯარო სკოლა გახდა.