პროექტის „სპორტი ყველასათვის“ შემაჯამებელ ფესტივალს რუსთავმა უმასპინძლა.
ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალური მატჩი ,რომელშიც ერთმანეთს ფოთისა და თბილისის გუნდები დაუპირისპირდნენ, ფეხბურთის აკადემიაში გაიმართა. პროექტი ახალგაზრდული მოძრაობა ჯანსაღი ნათელი მომავლისთვის და ფეხბურთის ფედერაციის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და მასში სოციალურად დაუცველი და მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისგან დაკომპლექტებული გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.შემაჯამებელი ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობას გუნდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან იღებდნენ.
პროექტის საპატიო ელჩი მიმდინარე წელს ლევან კობიაშვილი იყო.