რა გახდა კლუბში 19-წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი?

ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად, 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით,თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ორ ახალგაზრდასთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერება მიიღო.მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ორი ახალგაზრდა კი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია.

როგორც შსს-ში განაცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.