რა პროექტები განხორციელდება ცენტრალური ბიუჯეტიდან 2019 წელს

საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე 2019 წლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.  ცვლილება რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში მომავალ წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებში შევიდა. კერძოდ დაკორექტირდა რუსთავის, მარნეულისა და თეთრიწყაროში პროექტების დაფინანსება.

როგორც ცნობილია მომავალ წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ფასადებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, პროექტის ღირებულება კი 371 639 ლარს შეადგენს. ასევე  ლომოურის ქუჩის გასასვლელებში საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 1, 267 278 ლარი გაიწერება. სანიაღვრე სისტემის მშენებლობა და გზების რეაბილიტაცია იგეგმება მელიქიშვილის ქუჩის გასასვლელებშიც, რომლის ღირებულებაც 2 , 204 185 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ქვემო ქართლის ორ მუნიციპალიტეტს, მარნეულსა და თეთრიწყაროში სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.